ჩვენი მიდგომა შერჩევისადმი

ჩვენი მიზანი დამქირავებელთა და სამუშაოს მაძიებელთა ქსელის შექმნა და განვითარებაა. ჩვენ სრულად შევისწავლით კლიენტის მოთხოვნებს, მის კორპორაციულ კულტურას, მართვის სტილს და შესაბამის კანდიდატს სამუშაო გამოცდილებისა და პიროვნული მახასიათებლების მიხედვით შევარჩევთ. კომპლექსური მიდგომა საუკეთესო არჩევანის გაკეთების საშუალებას გვაძლევს.

თანამშრომლებს ჩვენ ნებისმიერი საფეხურისთვის ვარჩევთ – იქნება ეს ორგანიზაციის მმართველი, მაღალი პოტენციალის მქონე კანდიდატი კომპანიის პროფესიონალთა ბაზის შესაქმნელად, თუ დროებითი თანამშრომელი დატვირთული სეზონის პერიოდში. ჩვენ არ ველოდებით კანდიდატების მიერ ვაკანსიებზე განაცხადების შევსებას; ჩვენ პროაქტიურად ვცდილობთ მაღალი კალიბრის პროფესიონალების მოზიდვას, რომლებიც, როგორც წესი, პასიურნი არიან სამუშაოს ძებნაში.

შერჩევისათვის ჩვენ ვსარგებლობთ თანამედროვე საშუალებებით – მულტიმოდელური ინტერვიუები, ფსიქომეტრული თუ პიროვნული მახასიათებლების ტესტები. საჭიროების შემთხვევაში კანდიდატები "შემფასებელ ცენტრებში" იმიტირებულ სიტუაციებში ფასდებიან. ჩვენ ასევე ვიკვლევთ კანდიდატის მიერ მოწოდებული ინფორმაციის სისწორეს და ვაგროვებთ რეკომენდაციებს.

კანდიდატებს საშუალება აქვთ, მიიღონ კარიერასთან დაკავშირებული რჩევები; ჩვენ ვამზადებთ მათ წარმატებული ინტერვიუსთვის, ვეხმარებით რეზიუმეს მომზადებასა და დამქირავებლის სწორად არჩევაში. დაგვიკავშირდით და შეიტყვეთ მეტი.

Adelante ესპანური სიტყვაა და ნიშნავს "წინ იარე"