პროცესები

ეფექტიანი პროცედურები და პოლისები უაღრესად მნიშვნელოვანია ჯანსაღი სამუშაო გარემოს შენარჩუნების, კანონმდებლობასთან შესაბამისობის და რისკების მინიმუმამდე დაყვანისთვის. ჩვენ მოგიმზადებთ თანამშრომელთა სახელმძღვანელოებს, ადამიანური რესურსების მართვასთან დაკავშირებულ სხვადასხვა პროცედურებს და პოლისებს, ისეთებს, როგორებიცაა:

  • - თანამშრომელთა შერჩევა
  • - თანამშრომელთა მიღება
  • - სამუშაოს ეფექტიანობის მართვა
  • - ანაზღაურება და წახალისება
  • - სამუშაოზე გამოუცხადებლობის მართვა
  • - ტრენინგი
  • - სამსახურიდან გათავისუფლების მართვა

ჩვენ გავაანალიზებთ და ერთგვარ სტანდარტში მოვაქცევთ არსებულ პროცესებს, საჭიროებისამებრ შევქმნით ახალს. პროცესების შექმნის პარალელურად და საუკეთესო შედეგის მისაღებად ჩვენ მოვამზადებთ ახალ თუ განახლებულ პროცესში ჩართულ კადრებს. სიტუაციის მიხედვით ჩვენ გთავაზობთ HR პროგრამას - მცირედი დანახარჯით მაღალი სტანდარტების მისაღწევად. დაგვიკავშირდით და შეიტყვეთ მეტი.

Adelante ესპანური სიტყვაა და ნიშნავს "წინ იარე"