ანა ტიკარაძე

დამფუძნებელი
და დირექტორი

გუნდი

"ჩემი პროფესიული გამოცდილება ათწლეულზე მეტს მოიცავს. ვმუშაობდი სხვადასხვა ქვეყანაში, კერძოდ: საქართველოში, დიდ ბრიტანეთში, სომხეთსა და აზერბაიჯანში, იმგვარ კომპანიებში, როგორიცაა ბრიტანეთის საბჭო, ბანკი 'რესპუბლიკა', ინგლისის ახლად შექმნილი ბიზნესი.

ადამიანური რესურსების მართვისა და ორგანიზაციის ანალიზის მაგისტრის ხარისხი დიდი ბრიტანეთის ერთ-ერთ წამყვან უნივერსიტეტში მოვიპოვე. ჩემმა სადისერტაციო ნაშრომმა, რომელიც იკვლევდა თანამშრომელთა იდენტიფიკაციას ორგანიზაციასთან ორი კომპანიის გაერთიანების შემთხვევაში, უმაღლესი შეფასება მიიღო. მაქვს ზოგადი ფსიქოლოგიის ბაკალავრის ხარისხი (წითელი დიპლომი) ივანე ჯავახიშვილის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტიდან . ასევე, ვსწავლობდი და ვცხოვრობდი ამერიკის შეერთებულ შტატებში და ესპანეთში. მშობლიურის გარდა, ვფლობ რუსულ, ინგლისურ და ესპანურ ენებს.

"ნუ იქნები კმაყოფილი მოცემული მდგომარეობით..." – თქვა ჩერჩილმა და სავსებით ვეთანხმები. მჯერა, რომ არსებულის გაუმჯობესება ყოველთვის შესაძლებელია. ჩვენი მიზანია, მივცეთ კომპანიებს შესაძლებლობა, ზუსტად განსაზღვრონ გაუმჯობესების შესაძლებლობები და ხელი შევუცყოთ მათ მეტი წარმატების მიღწევაში, Adelante * … "

ანა ტიკარაძე

სოფიო ლორთქიფანიძე

კონსულტანტი

"მაქვს 10 წლიანი, მრავალმხრივი პროფესიული გამოცდილება. ბოლო 8 წელია ვმუშაობ ბანკში მენეჯერულ პოზიციებზე, ამავდროულად ვარ ბიზნესტრენერი. ჩემი ტრენინგების არასრული ჩამონათვალია: კლიენტთა ეფექტიანი მომსახურება, დროის მართვა, კომპლექსური გაყიდვები, კომუნიკაციის უნარ-ჩვევები. ჩართული ვარ თანამშრომელთა შერჩევის, შემდგომი სწავლებისა და განვითარების პროცესში.

მაგისტრის წოდება მოვიპოვე ბიზნესის ადმინისტრირებაში "იესემ თბილისში", ბაკალავრის ხარისხი კი - ზოგად ფსიქოლოგიაში ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტში. გარდა ამისა, ერთი წლის განმავლობაში ვსწავლობდი საბანკო აკადემიაში აღმისავლეთ ევროპაში, მაკედონიაში.

ვამაყობ, რომ ვარ ადელანტეს გუნდის წევრი და ჩემ ცოდნასა და გამოცდილებას სრულიად ვიყენებ ჩვენი კლიენტების მომსახურეობაში."

სოფიო ლორთქიფანიძე

დავით სუბელიანი

კონსულტანტი

"მაქვს 15 წლიანი, მრავალფეროვანი პროფესიული გამოცდილება, რაც მეხმარება გავუწიო კლიენტებს საკონსულტაციო და ტრენინგ მომსახურება ისეთ სფეროებში, როგორებიცაა სტრატეგიული დაგეგმარება, ლიდერობა, ზოგადი მენეჯმენტი, პროექტის მართვა, კადრების მოძიება და შერჩევა, დროის მართვა, მოლაპარაკებები, არასამთავრობო ორგანიზაციის მენეჯმენტი. ჩემი კარიერის უდიდესი ნაწილი საქართველოში განვითარდა, თუმცა საკონსულტაციო და ტრენინგ მომსახურება გაწეული მაქვს სომხეთსა და ჰოლანდიაშიც. ხანგრძლივად ვმუშაობდი ტრენერად და კონსულტანტად, მრავალი პროექტისა და პროგრამის ხელმძღვანელად; მოგვიანებით გამოცდილება დავაგროვე ადამიანური რესურსების მართვაშიც. ჩემი კარიერა განვითარდა ადგილობრივ და საერთაშორისო არასამთავრობო ორგანიზაციებსა და ფინანსური სექტორის წარმომადგენელ საერთაშორისო ჯგუფებში.

მაგისტრის წოდება მივიღე ადამიანური რესურსების მართვასა და დასაქმების პოლიტიკაში ერაზმუსის უნივერსიტეტის სოციალურ სწავლებათა ინსტიტუტში (ჰააგა, ჰოლანდია). ჩემი სამაგისტრო ნაშრომი ეხებოდა ადამიანური რესურსების მართვაში შედარებით ახალ თემას – მრავალფეროვნების მართვას. ის მოგვიანებით დაიბეჭდა საერთაშორისო გამოცემა – "International Journal of Human Resource Management"–ში. მაქვს ასევე ბაკალავრის წოდება ორგანიზაციულ ფსიქოლოგიაში თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტიდან."

დავით სუბელიანი

თინათინ იზორია

კონსულტანტი

"ადამიანური რესურსების მართვის სფეროში მაქვს შედარებით მცირე, მაგრამ მრავალფეროვანი გამოცდილება. გასული ორი წლის განმავლობაში ვიმუშავე სხვადასხვა მიმართულებით, კერძოდ - კადრების ადმინისტრირება, ტრენინგები და თანამშრომელთა შერჩევა. მაქვს ტრენინგების მართვისა და ორგანიზების გამოცდილება საქართველოში ენერგეტიკის სექტორში ყველაზე მსხვილ კომპანიაში; ასევე ვატარებდი ტრენინგებს არასამთავრობო ჯგუფებთან დამოუკიდებელი ტრენერ-კონსულტანტის როლში. მონაწილეობას ვიღებდი რადენიმე კომპანიის კადრების შერჩევის პროცესში. მაქვს საქართველოში არსებულ კადრების მართვის რამდენიმე კომპიუტერულ პროგრამასთან მუშაობის გამოცდილება.

ბაკალავრის წოდება მოვიპოვე ბიზნეს ადმინისტრირებაში ქართულ-ამერიკული უნივერსიტეტიდან. ჩემი სადიპლომო ნაშრომის ფარგლებში მოვამზადე ბიზნეს გეგმა ინვესტორების მოსაზიდად. ნაშრომმა გაიმარჯვა ნაციონალურ კონკურსში, რომელიც ორგანიზებული იყო ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროს მიერ.

მოხარული ვარ, რომ ადელანტეს ჯგუფის წევრი ვარ და მზად ვარ ჩავდო დიდი ძალისხმევა ჩვენი არსებული და პოტენციური კლიენტების მომსახურებაში."

თინათინ იზორია

Adelante ესპანური სიტყვაა და ნიშნავს "წინ იარე"