ჩვენი მიდგომა კონსალტინგისადმი

ჩვენი მიზანი პრაქტიკული თანამშრომლობაა. ჩვენ დაგეხმარებით ადამიანურ რესურსთან დაკავშირებირებული მნიშვნელოვანი გადაწყვეტილებების მიღებაში და ორგანიზაციის დაგეგმარებას ჰარმონიულად შევუსაბამებთ თქვენს ბიზნესსტრატეგიას. ყოველივე ეს იქნება გარანტია იმისა, რომ სწორ პოზიციებზე გყავდეთ სწორად შერჩეული თანამშრომლები სწორი სამუშაო ვალდებულებებით.

ჩვენ განვიხილავთ ადამიანურ რესურსებთან დაკავშირებულ ძირითად საკითხებს – რა სახის კორპორაციული არქიტექტურა გესაჭიროებათ, რომელი უმჯობესია - არსებული თანამშრომლების სათანადოდ ინვესტირება თუ სასურველი უნარ-ჩვევებით აღჭურვილი კადრების შეძენა. ჩვენ ჩავატარებთ კვლევას იმაში დასარწმუნებლად, რომ თქვენ მიერ შექმნილი სამუშაო გარემო საშუალებას აძლევს თანამშრომლებს, გამოავლინონ თავიანთი მაქსიმალური შესაძლებლობები.

ჩვენ კოორდინაციას გავუწევთ ადამიანური რესურსების მართვაში განხორციელებულ ცვლილებებს, მაგალითად, მოქნილი სამუშაო გუნდების სისტემის შემოღებას, რაც საშუალებას მოგცემთ, გაიუმჯობესოთ პროდუქტიულობა, შეამციროთ ხარჯები და მზად იყოთ, იმოღვაწეოთ დღევანდელ ცვალებად ეკონომიკურ გარემოში.

თქვენი სახელით ჩავატარებთ კვლევებს კომპანიის შიგნით თუ გარეთ არსებული სამუშაო გარემოს უკეთ შესაცნობად და საჭიროებისამებრ სამოქმედოდ. ჩვენ შევისწავლით თანამშრომელთა კმაყოფილებას და ჩართულობას, მოგაწვდით რეკომენდაციებს და მოვახდენთ გასაუმჯობესებელი საკითხების იდენტიფიცირებას. ასევე, გამოვიკვლევთ თანამშრომელთა კომპანიიდან წასვლის მიზეზბს და ანალიზის საფუძველზე დაგეხმარებით კადრების შენარჩუნებაში. დაგვიკავშირდით და შეიტყვეთ მეტი.

Adelante ესპანური სიტყვაა და ნიშნავს "წინ იარე"