ადმინისტრაცია

ადამიანური რესურსების მართვის ადმინისტრაციული ნაწილის აუთსორსინგით ჩვენ მოგაშორებთ არასტრატეგიული აქტივობებისგან შექმნილ თავის ტკივილს. ეს ადმინისტრაციული ოპერაციები წარიმართება ეფექტიანად თქვენი ყოველდღიური ჩარევის გარეშე. მოგეცემათ საშუალება, მეტი ყურადღება დაუთმოთ თქვენს ძირითად საქმიანობებს.

ჩვენი სერვისცენტრი მოემსახურება თქვენს ყველა ადმინისტრაციულ მოთხოვნას – ახალი თანამშრომლის დანიშვნა და გათავისუფლება, სამუშაოზე გამოუცხადებლობის მართვა, კონტრაქტების გაფორმება, თანამშრომელთა მონაცემების განახლება, დირექტორთა საბჭოსთვის ანგარიშების მომზადება – და ეს ყოველივე თქვენი პოლისების მიხედვით.

თანამშრომლებისთვის ანაზღაურების სწორი ოდენობით და დროულად დარიცხვა უაღრესად მნიშვნელოვანია და ჩვენ ამას განვახორციელებთ. ხელფასების ზუსტი გაცემა საკმაოდ რთული სამართავია და მოითხოვს უწყვეტ ჩართულობას. ჩვენი ხელფასების მართვის სიტემის საშუალებით თქვენ საშუალება გექნებათ, ჩვენი მუშაობის ეფექტიანობასაც ადევნოთ თვალი და დარწმუნდეთ თქვენ მიერ განხორციელებული ინვესტიციის მოგებიანობაში. დაგვიკავშირდით და შეიტყვეთ მეტი.

Adelante ესპანური სიტყვაა და ნიშნავს "წინ იარე"