კომპანიების გაერთიანება

კომპანიები, რომლებიც სწრაფ ზრდასა და კონკურენტუნარიანობის გაძლიერებას გეგმავენ, ხშირად მიმართავენ სხვა კომპანიებთან გაერთიანების ან მათი შეძენის პრაქტიკას. ერთ თუ სხვადასხვა ქვეყანაში არსებული კომპანიების გაერთიანების შემთხვევაში ადამიანური რესურსების მართვას უაღრესად დიდი სტრატეგიული მნიშვნელობა აქვს. სწორედ ადამიანური რესურსების მართვა განაპირობებს საერთო კულტურის ჩამოყალიბებას, ფარული სინერგიის აღმოჩენას შესაძლებლობების გაზიარებით; ეს ყოველივე კი წარმატებული შერწყმის საფუძველს წარმოადგენს.

ჩვენ მოვაწესრიგებთ კომპანიების გაერთიანების წინა ეტაპს – ადამიანური რესურსების აუდიტსა და კომპანიის ფინანსური მდგომარეობის საიმედოობის კვლევის პროცესებს ("დიუ დილიჯენს"); ასევე, დაგეხმარებით ცვლილებების გატარებაში, რათა მოხდეს დაუბრკოლებელი ინტეგრაცია, ლიდერობის უწყვეტლობა, მნიშვნელოვანი კადრების შენარჩუნება, ეფექტიანი კომუნიკაცია და ჯანსაღი გარემოს შექმნა ცოდნის გაზიარების და ორგანიზაციული სწავლებისათვის. დაგვიკავშირდით და შეიტყვეთ მეტი.

Adelante ესპანური სიტყვაა და ნიშნავს "წინ იარე"