HR პროგრამა

ტექნოლოგიების გამოყენებამ უაღრესად მნიშვნელოვანი როლი შეიძინა ადამიანური რესურსების მართვაში. ჩვენ მოგაწვდით გამოცდილ პროგრამას HR Point, რომელიც შექმნილია ჩვენი პარტნიორი საკონსულტაციო კომპანიის Asseco Georgia-ს მიერ.

HR Point შედგება რამდენიმე მოდულისგან – ადმინისტრაცია, დასწრება, ხელფასების დარიცხვა, სამუშაოს ეფექტიანობის მართვა, შერჩევა, ტრენინგი, თანამშრომელთა პორტალი. თქვენ საშყალება გეძლევათ, თავად შეარჩიოთ თქვენი კომპანიისთვის აუცილებელი მოდულები. ადამიანური რესურსების HR Point-ის საშუალებით მართვით თქვენ შეძლებთ პროაქტიულად მართოთ კადრებთან დაკავშირებული ოპერაციები, გააუმჯობესოთ ანგარიშგების და ანალიზის საშუალებები, მოაზდინოთ პროცედურების სტანდარტიზაცია, ჰარმონიზაცია და ამით გაათავისუფლოთ რესურსები სტრატეგიულ ინიციატივებზე ფოკუსირებისათვის.

ჩვენ კოორდინირებას გავუწევთ პროგრამის დანერგვას – შევისწავლით არსებულ პროცესებს და გავაანალიზებთ საქმისწარმოებას, თქვენს მოთხოვნებზე მოვარგებთ HR Point-ს, მოვახდენთ ხარვეზების იდენტიფიკაციას, მონაცემთა გადატანას, პროგრამის ტესტირებას, ჩავუტარებთ ტრენინგს მომხმარებლებს, განვახორციელებთ სისტემის გაშვებას და შეფასებას. დაგვიკავშირდით და შეიტყვეთ მეტი.

Adelante ესპანური სიტყვაა და ნიშნავს "წინ იარე"